ბიბილოვი რუს მესაზღვრეებს: ქართული მხარის პროვოკაციების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის საზღვარს ეფექტურად იცავთ

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუს მესაზღვრეებს სიტყვით მიმართა და ქართული მხარე პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. მის განცხადებას დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

”თქვენ სამხრეთ ოსეთის საზღვარს ეფექტურად იცავთ, მიუხედავად პროვოკაციებისა, რომელსაც საქართველოდან პერიოდულად ვხედავთ. პატივისცემითა და ღირსებით ასრულებთ დავალებებს, რომლებიც ჩვენი ხელმძღვანელობის  წინაშე დგას. ასევე ახორციელებთ იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო”,- აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე  იმედი გამოთქვა, რომ “რუსი და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების გამოცდილება და პროფესიონალიზმი საფრთხეებს წინააღმდეგობას გაუწევს”.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად