“ანას ბაღთან” აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” აქციის მონაწილეები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ბენაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია ადგილმონაცვლეობას არ დათანმხდება.

ბენაშვილმა განაცხადა რომ საპროტესტო აქციაზე ადგილობრივი მხოლოდ 15 ადამიანია, დანარჩენები კი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივს წარმოადგენენ, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია: “აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები, დაახლოებით 15 კაცია. აქ დანარჩენი დგას “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი. აქ არის “პარტიზანი მებაღეების” აქტივისტები.”- სწორედ აღნიშნულ განცხადებამ გამოიწვია ერთ-ერთი აქციის მონაწილის გაღიზიანება, რომელმაც განაცხადა:

“იარლიკს რატომ მაკერებ?! რატომ მაკერებ “ნაციონალური მოძრაობის’ აქტივის იაკლიყს?! მოსულ ხალხში ვარ მეც, არ მაინტერესებს! მე არ ვარ და ყველას, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივის იარლიყს ნუ აკერებ”

შეგახსენებთ, ვარკეთილში, “ანას ბაღთან“ ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად