ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბიტკოინის ღირებულება კიდევ ორჯერ დაიწევს

ბიტკოინმა გაიაფება დაიწყო, კრიპტოვალუტის კურსის შემცირება არ იზღუდება დილის მაჩვენებლის ვარდნით, რომელიც 7600 აშშ დოლარზე დაბლაა, ამაში eToro-ს მთავარი ანალიტიკოსი მატი გრინსპენია დარწმუნებული. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, აქტივების ღირებულება 6400 აშშ დოლარიდან 7100 აშშ დოლარამდე იქნება.

“ტრენდის აგრესიულო ხაზი, რომელსაც ჩვენ ვადევნებდით თვალს, ახლა გარღვეულია. ჩვენ შეგვეძლო მოგვეძებნა ტრენდის კონესრვატიული ხაზი, ან მიმდინარე დონის კონსოლიდაციაც კი. ასე არის თუ ისე, ცისფერი მართკუთხედი – ეს ძლიერი მხარდაჭერაა 6,4 ათასი აშშ დოლარიდან – 7,1 ათას აშშ დოლარამდე”, – წერს გრინსპენი.

მალე ბიტკოინის კურსის ვარდნას პროგნოზირებს ტრეიდერი ტონ ვეისი. იგი მიიჩნევს, რომ დათვური ბირჟა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ არსებობს ალბათობისა იმისა, რომ კრიპტოვალუტა მინიმალურ მაჩვენებლზე, რაც 3200 აშშ დოლარია, გაცილებით დაბლა დაეცემა. მინიმალური მაჩვენებელი კი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

ვეისმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება შესაძლოა მოკლე ვადაში 8200 აშშ დოლარამდე ავიდეს, მაგრამ ეს იმის მანიშნებელი არ იქნება, რომ ტრენდი შეიცვლება. აგრეთვე ამავე აზრს იზიარებს Trading View Magic Poop Cannon-ის ანალიტიკოსი. მაისის ბოლოს მან განაცხადა, რომ აქტივის ღირებულება 2019 წლის 9 ოქტომბრისთვის 3000 აშშ დოლარამდე დაეცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...