ანალიტიკოსების აზრით, დრონების თავდასხმის შემდეგ, ნავთობი ბარელზე 5-10 დოლარით გაძვირდება

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Saudi Aramco-ს ობიექტებზე, დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობი ბარელზე 5-10 აშშ დოლარით გაძვირდება.

თუკი საუდის არაბეთი მალევე ვერ მოახერხებს ნავთობის მიწოდების აღდგენას, მაშინ შორეულ პერსპექტივაში ფასები აიწევს და შესაძლოა ბარელზე 100 აშშ დოლარიც კი გახდეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმას, რომ ერ-რიადი Saudi Aramco-ს ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ნავთობის მიწოდების ისევ იმავე მოცულობას დაუბრუნდეს, შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

Onyx Commodities-ის თანა-ხელმძღვანელი გრეგ ნიუმენი მიიჩნევს, რომ 16 სექტემბერს, საფონდო ბირჟაზე Brent-ის მარკის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 7-10 აშშ დოლარით გაძვირდება.

შაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Saudi Aramco-ის ობიექტებზე დრონებმა შეტევა განახორციელეს. შეტევის შემდეგ, ობიექტებზე გაჩნდა ხანძარი, რომელთა ლოკალიზება და კონტროლზე აყვანა მოგვიანებით მოხერხდა. გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულ მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ მეტი დეტალი მოყვანილი არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად