“ანაკლიის პორტის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება”

“ანალიის პორტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია”, – აღნიშნულისს შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა პორტის აშენებით სარგებელს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონი, არამედ მთლიანად ქვეყანა მიიღებს.

“ანაკლიის ნავსადგურს ექნება ბევრი უპირატესობა. ნავსადგურის მშენებლობას დასჭირდება რამდენიმე ეტაპი. უკვე შერჩეულია 7 კომპანია და სექტემბრისთვის მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ველოდებით, რომ საბოლოოდ მისი წლიური გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია”, – განაცხადა პრემიერმა.

ანაკლიი პორტის მშენებლობაზე, ამ ეტაპზე ტენდერია გამოცხადებული. ე.წ. მოკლე სიაში 7 კომპანია მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად