"ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს,  შეგახსენებთ, 51 % იქნება სახელმწიფოს კუთვნილება ანაკლიის პორტის, 49%-ზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორს. მაგრამ, ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, დავიწყებთ  წელს სამუშაოებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს წელსვე დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, ასევე აქტიურად გრძელდება გზების, აეროპორტების მშენებლობა. ასე რომ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები."   - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაავრცელა" 2019 წლის 6 აგვისტოს გაავრცელეს განცხადება, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" თანამდებობები დატოვეს

ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 12 დეკემბერს განაცხადა, რომ  "ანაკლიის პორტი" აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, 51 %-ის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა