ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაინტერესებულმა კომპანიებმა მოინახულეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი დავით ჯავახაძე, რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია, ასევე ჰიდროგრაფიის სამსახურისა და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კომპანია JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის დელეგაციას შეხვდნენ და ერთობლივად დაათვალიერეს პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია.

პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მათგან 7 კომპანია შევიდა ე.წ. "მოკლე სიაში,” რომლებმაც 2015 წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, მიმდინარეობს ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან. 

მსგავსი ხასიათის ვიზიტები და შეხვედრები უკვე შედგა სამ კანდიდატ კომპანიასთან. მიმდინარე თვეშივე მომავალი პორტის ადგილმდებარეობას მოინახულებენ "მოკლე სიაში“ შესული სხვა კანდიდატებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...