“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორი: მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში

ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ‘ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები მზად არის მივიდნენ პარლამენტში, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ისაუბრებენ.

„ „განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში და ღიად ვისაუბროთ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს შეხვედრა პარლამენტში მოხდეს ჩვენსა და სამინისტროსთან ერთად. ეს უფრო საქმიან ფორმატს მისცემს“,-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად