ანაკლიის და განმუხურის მოსახლეობა სრულ წყალმომარაგებას უახლოეს პერიოდში მიიღებს

NULL

ანაკლიის და განმუხურის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ანაკლიაში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად წყალარინების სისტემის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ახალი რეზერვუარი, სატუმბი სადგური და საქლორატორო, ასევე, მოხდა ახალი სათავე ნაგებობისა და 16 კმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელის მშენებლობა. პროექტის შედეგად მოხდება ანაკლიისა და განმუხურის სრული წყალმომარაგება 24 საათიანი გრაფიკით და ასევე გაუმჯობესდება წყლის ხარისხიც.

ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემით მხოლოდ 300-მდე აბონენტი სარგებლობდა, ასევე მოსახლეობას საერთოდ არ გააჩნდა წყალარინების სისტემა. პროექტის შედეგად დღეისათვის წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს დამატებით 1000-მდე ოჯახი. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად