ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება გააპროტესტეს

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება გააპროტესტეს “მოძრაობა საქართველოსთვის” და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ანაკლიის პორტის შეჩერებით ხელისუფლებამ ოკუპანტი რუსეთის დავალება შეასრულა.

“დღეს სიმბოლურად მოვედით ანაკლიის პორტთან, რომელიც რუსეთის დავალებით შეჩერდა. ჩვენ ჩვენი ბრძოლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მომაწილემ ირაკლი კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად