ანაკლიაში, დღეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves გაიხსნება

ფესტივალ Echowaves-ის კარი ოფიციალურად დღეს გაიხსნება და ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება.

როგორც ფესტივალის სპიკერმა ლუკა ჯაშიაშვილმა განაცხადა, უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი.

მისი თქმით, წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც-WAVE STAGE- ზე ფესტივალის სტუმრები ჰაუსის, ტექ-ჰაუსის,ტექნოს და ცოცხალ შესრულებას მოუსმენენ. ახალი სცენები კი ასეთია: • WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები; • TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; • BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; • OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; • ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა; • BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა; • ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე; • TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად