ანა წითლიძე: გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო

ბათუმის საკრებულოში მომხდარი დაპირიპირებისას, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანა წითლიძეს თითი მოტყდა, რის შესახებაც ის სოციალურ ქსელში წერს:

“გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა ❤️
საღოლ ძმებო”, – წერს ანა წითლიძე.

დღეს დილით, ბათუმის საკრებულოში სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაასხეს, რასაც სხდომის შეწყვეტა მოჰყვა. დარბაზში სითხის დასხმის შედეგად მძაფრი სუნი დადგა.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.

სხდომის პარალელურად შენობის წინ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და საკრებულოს ახალი წევრები. ისინი სხდომაზე შესვლას ითხოვენ. შენობას სამართალდამცველების კორდონი იცავს.

კომენტარები
იტვირთება...