ანა წითლიძე: ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მქონია ნეტავ მე ვყოფილიყავი მანდ და ისინი არა

ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წუხელ, გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“არ ვიცი რა ვთქვა.
რა დავწერო.
საერთოდ უნდა დავწერო თუ არა.
უბრალოდ ბევრი მწერთ, მირეკავთ და არავისი პასუხის თავი არ მაქვს.
სიკვდილი მირჩევნია.
რვა წელი გვერდიდან არ მომცილებიან და ფარად მედგნენ. რვა წელი გვიერთგულეს. დილას მოფრინავდნენ და ჩემზე წინ იყვნენ წამომსვლელებად.

ჩემი იმედი იყვნენ ნებისმიერ დროს დღე ღამეში. სულ მარტოს, მეიმედებოდნენ. უმძიმეს წლებში მარტო სახლში არ მიშვებდნენ.

ამაზე მძიმე ცხოვრებაში არაფერი მქონია.
ვიღაც ნაძირლის გამო აღარ არიან.

ნეტავ მე ვყოფილიყავი მანდ და ისინი არა.

ნეტავ მე შემეძლოს ახლა რამე თქვენთვის.

ერთადერთი რასაც ღმერთს ვთხოვ ყველა დაშავებული გამოჯანმრთელდეს.

სხვა ვერაფერი წარმომიდგენია წინ”,- წერს წითლიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად