ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციაზე შსს ავრცელებს.
“რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.