ანა სუბელიანი: ჩხუბობენ პარლამენტარები?! ძალადობენ მასწავლებლები?! აუცილებლად იგივეს იმეორებს ბავშვი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი მიიჩნევს, რომ ბავშვებში ბულინგი ქვეყანაში არსებულმა აგრესიულმა ფონმა განაპირობა. მისი თქმით, როცა ზრდასრულებში აგრესია შეიმჩნევა, როცა მასწავლებლები ბავშვებზე ძალადობენ და პარლამენტარები პარლამენტში ჩხუბობენ, ეს ბავშვის ქცევაზე უარყოფითად მოქმედებს.

"მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ბავშვებთან, ვმუშაობ ბულინგის წინააღმდეგ და მე ამას ვაკეთებდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავში ვიყავი და სიტყვა "ბულინგი" არც ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ ამ საქმინობით ვიყავი მუდმივად დაკავებული. ბავშვებთან მუდმივად მაქვს ძალიან გახსნილი დისკუსია ამ თემებზე. 

სამწუხაროდ, სკოლაც, ქუჩაც, სადაც ეს ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ხდება ანარეკლი და მოდელი იმ პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ბავშები უყურებენ. ძლირდება აგრესიული ფონი ზრდასრულებს შორის?! ჩხუბებობენ პარლამენტში პარლამენტარები?! ახორციელებს ძალადობას მასწავლებელი?! აუცილებლად იმეორებს ამას ბავშვი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მაგალითი ჩვენი ქცევით, ჩვენი ღირებულებეით, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით", – განაცხადა ანა სუბელიანმა გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ერთად.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად