ნაცვლიშვილი:არცერთ ხელისუფლებას აუშენებია სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებდა და წითელ ბარათს აჩვენებდა

“ეს ძალიან დიდი ცდუნებაა ყველა ხელისუფლებისთვის, რომ თუკი მას შეუძლია ჯიბეში ჰყავდეს ყველა მაკონტროლებელი, მსაჯიც თვითონ იყოს, მწვრთნელიც და გუნდის მფლობელიც, ის ამას გააკეთებს. მაგრამ, აქ მოქალაქეებმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, ჩვენ რა გვინდა და ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატების სიაზე საუბრისას განაცხადა.

“სასამართლო დგას ცალკეულ გამბედავ და ღირსეულ ინდივიდებზე, ასეთია მისი ბუნება. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას, ვიცით, რომ არცერთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ქართულ კონტექსტში შეგვიძლია ცხადი მაგალითებით ვისაუბროთ, რომ არ ჰქონდა რეალური ინტერესი აეშენებინა სტრუქტურა, რომელიც მას გაუწევდა კონტროლს და აჩვენებდა წითელ ბარათს. ეს ძალიან დიდი ცდუნებაა ყველა ხელისუფლებისთვის, რომ თუკი მას შეუძლია ჯიბეში ჰყავდეს ყველა მაკონტროლებელი, მსაჯიც თვითონ იყოს, მწვრთნელიც და გუნდის მფლობელიც, ის ამას გააკეთებს. მაგრამ, აქ მოქალაქეებმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, ჩვენ რა გვინდა და ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ. ყველა ადამიანის ცხოვრება როგორია ის დღეს და როგორი იქნება ხვალ, პირდაპირ მიბმულია იმაზე, როგორი იქნება სასამართლო”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად