ანა ნაცვლიშვილი: სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ

სოფო კილაძის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამასას დაწევა კიდევ ვინმეს შეეძლო, ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ესეც ვნახეთ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ვახო სანაიაზე თავდასხმაზე მძიმე ამ თემაზე ხელისუფლების გამოხმაურება იყო.

“პირდაპირ ვიტყვი – სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ. ვახო სანაიას ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ – ჟურნალისტი ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი. უბრალოდ ის მოხვდათ ხელში. ეს არის საგანგაშო, რა თქმა უნდა ბავშვის ფაქტორი იყო მძიმე, მაგრამ თავად მომხდარ ფაქტზე უფრო მეტად საგანგაშო არის ხელისუფლების კომენტარები. მათ თავისი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათთვის ეს ყველაფერი არ არის ორგანულად მიუღებელი. თუ არ გაემიჯნენ ამ ყველაფერს… ცუდია, მაგრამ და ყველაფერი ამ მაგრამზე დგას. სოფო კილაძის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამასას დაწევა კიდევ ვინმეს შეეძლო, ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ესეც ვნახეთ.

იქამდე ვნახეთ პარლამენტის ტრიბუნიდან გვარამიას ბულინგის შემთხვევა, რასაც პარლამენტის სხვა წევრები მდუმარედ ან ტაშის კვრით შეხვდნენ. ვერცერთმა – ვერც იურიდიული კომიტეტის და ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კანონის სწორად განმარტება ვერ გაბედა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...