ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს: გაიღვიძეთ, სანამ თქვენც არ დაგხურეს! 

“ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მთავრობამ დაგვიწესა, საერთოდ არაკონსტიტუციურია. პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთად დაარღვიეს კონსტიტუცია, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

ნაცვლიშვილი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გაიღვიძოს, გადაწყვეტილება დროულად მიიღოს და დაადგინოს, რომ კონსტიტუცია დაფხრიწეს და ამიტომ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.

“ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მთავრობამ დაგვიწესა, საერთოდ არაკონსტიტუციურია. “ლელომ” ამაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ პირველი ლოქდაუნის დროს შეიტანა. დღემდე ველოდებით, როდის გაიღვიძებს საკონსტიტუციო სასამართლო და როდის იტყვის, რომ “ქართული ოცნების” პირობებში პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთად დაარღვიეს კონსტიტუცია. იმ არაკონსტიტუციურმა წესრიგმა გამოიწვია ის პირობები, სადამდეც ახლა მივედით. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს სძინავს და თქვენი ეთერის საშუალებით მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო: გაიღვიძეთ ბატონებო და ქალბატონებო, სანამ ჯერ კიდევ არსებობთ და არ დაგხურეს თქვენც. იქნებ თქვათ, რომ კონსტიტუცია დახიეს, დაფხრიწეს და იმიტომ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად