ანა ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო კომისიამ ჩააგდო შრომის ინსპექციაზე ორი ალტერნატიული წინადადება

საია-ს ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციაში შრომის ინსპექციის შექმნაზე ჩანაწერის გაკეთებას მხარი არ დაუჭირეს.

„საკონსტიტუციო კომისიამ ჩააგდო შრომის ინსპექციაზე ორი ალტერნატიული წინადადება. იყვნენ არამხოლოდ მომხრეები და თავის შემკავებლები, არამედ აქტიური მოწინააღმდეგეებიც! ყველაფერს კონსტიტუციაში ვერ ჩავწერთო, ადამიანები რომ ყოველკვირა იღუპებიან და ყოველდღე საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა,ეს ყოფილა "ყველაფერი'!“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად