ანა ნაცვლიშვილი: ქადაგიძე სანდოა კლანისთვის… როცა მიუღებელია რეალობა, ის უნდა შეცვალო!

ამის შესახებ “ლელოს” სპიკერი, იურისტი ანა ნაცვლიშვილი Facebook-ში წერს:

“აქ უნდა ყოფილიყო დეტალური პოსტი იმაზე, რომ 15 წუთში პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იწყებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის – ნინო ქადაგიძის მოსმენას, და რომ ოცნების პოლიტიკა მარიონეტად აქციოს არამხოლოდ ადამიანები და თანამდებობები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც, გრძელდება: ხელისუფლების მესამე შტოს ხელმძღვანელად იმ ადამიანის დანიშვნით (არჩევას ამას ვერ ვუწოდებთ), რომელსაც თავისი სამოსამართლო კარიერის მანძილზე არც სამართლის განვითარებაში გამოუჩენია განსაკუთრებით თავი და არც მის პრინციპულ გამოყენებაში! იქ მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ სრულიად სანდოა სასამართლოში გაბატონებული კლანისთვის და შედარებით ნაკლებად ცნობილი – ფართო საზოგადოებისთვის!
მაგრამ ამაზე მეტად აღარ ვაპირებ დავიხარჯო.
ამის მაგიერ დილიდან ვზივარ (სახლიდან მუშაობის რეჟიმში) და მართლმსაჯულების რეფორმის #ლელოსმოდელზე ვმუშაობ.
როცა მიუღებელია რეალობა, ის უნდა შეცვალო და რომ შეცვალო, ყველაზე კარგად მომზადებული უნდა იყო!” – წერს ანა ნაცვლიშვილი. 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნინო ქადაგიძეს დღეს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად