ანა ნაცვლიშვილი: პოლიტიკური პროცესი გაჭედილია და ასე დარჩება, სანამ არ იქნება სამართლიანად ჩატარებული არჩევნები

პოლიტიკური პროცესი გაჭედილია და ასე დარჩება, სანამ არ იქნება გადატვირთვა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადატვირთვა სამართლიანად ჩატარებული არჩევნები იქნება.

“კი, არის დილემური ვითარება, არის გაჭედილი პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი სამწუხაროდ ასე გაჭედილი დარჩება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ გადატვირთვას. რეალური გადატვირთვის შესაძლებლობას კი მოიტანს სამართლიანად ჩატარებული რეალური არჩევნები. მანამდე, ჩვენ ამ ბრძოლაში შევედით იმიტომ, რომ საფრთხის წინაშე იდგა სააკაშვილის სიცოცხლე და მეორე ეს ვითარება მიგვიყვანდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...