ანა ნაცვლიშვილი: “ოცნების” მარტო დატოვება არ შეიძლება, ისევე როგორც არასრულწლოვნის ასანთით ხელში დატოვება

“ოცნების” მარტო დატოვება არ შეიძლება, ისევე როგორც არასრულწლოვნის ასანთით ხელში დატოვება, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტი ლეგიტიმური და გამართლებული მოქმედებაა.

“ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, რომლის მარტო დატოვებაც არ შეიძლება. ისევე როგორც არ შეიძლება მარტო დატოვო არასრულწლოვანი ასანთით ხელში. თუმცა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა კანონიერი ბერკეტი რომელიც არსებობს პარლამენტს შიგნით და გარეთ…

საპარლამენტო ბოიკოტი აბსოლუტურად ლეგიტიმური და გამართლებული მოქმედებაა ნებისმიერი ძალის მხრიდან. თუ დავინახავთ, რომ ეფექტური მექანიზმია, ვერავინ დაგვიშლის მის გამოყენებას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...