ანა ნაცვლიშვილი: მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით მძიმე პასუხისმგებლობა ავიღეთ… 24 საათში 48 საათი ვმუშაობთ

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით მძიმე პასუხისმგებლობა ავიღეთ… 24 საათში 48 საათი ვმუშაობთ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ავიღეთ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. იმიტომ, რომ “ლელოში” გვჯერა, რომ ქვეყნის მშენებლობის გზა გადის ინსტიტუციებზე. პარლამენტში შემოსვლის დღიდან ვმუშაობთ 48 საათი 24 საათში, იმისათვის, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო რეფორმები განხორციელდეს. ასევე ის საკითხები რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, იქნება ეს კოვიდის მართვა, ვაქცინაციის შემოტანა თუ სხვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ და კარგად გვაქვს გააზრებული ინსტიტუტების მნიშვნელობა. როდესაც დღისით მზისით არღვევენ შეთანხმებას, ეს ვერ დარჩება რეაგირების გარეშე”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...