ანა ნაცვლიშვილი: კომპენსაციას 2 თვის შემდეგ მოგცემო და ადამიანი დათვი ხომ არაა, რომ თითი ჩაიდოს პირში?!

კომპენსაციას 2 თვის შემდეგ მოგცემო და ადამიანი დათვი ხომ არაა, რომ თითი ჩაიდოს პირში?! – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“გერმანიაშიც არის კორონა და ამერიკაშიც, მაგრამ იქ არის საშუალო ფენა, რომელსაც დანაზოგი აქვს. იქ სახელმწიფო სეგმენტურად ფიქრობს ყველაზე და ჩვენ იქაური პრემიერების და პრეზიდენტების გამოსვლაში – კომუნიკაციაშიც ვამჩნევთ რამდენად ნაფიქრი აქვს იმ ხალხს ყველა დეტალზე.

ჩვენებს რომ ეუბნებიან, რომ კომპენსაციას მოგცემთო, ისიც 200 ლარიანს და ისიც 2 თვის მერეო, ადამიანი დათვი ხომ არ არის, რომ 2 თვე თითი ჩაიდოს პირში, გამოიძინოს, 2 თვის შემდეგ კი გამოიღვიძოს და ის 200 ლარი ეყოს?! ანუ სრულიად ამოყირავებულია ქვეყანა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად