ანა ნაცვლიშვილი: კომისიამ საარჩევნო სისტემაზე ჩვენი ორივე ინიციატივა ჩააგდო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ვარიანტი შესთავაზეს – საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა, და გაუნაწილებელი მანდატებიდან არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის იმდენი რაოდენობის მიკუთვნებას, რამდენიც მას სჭირდება საკუთარი შემადგენლობის 80 დეპუტატამდე შესავსებად. თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, კომისიამ უარგუმენტოდ ჩააგდო მათი ინიციატივები.

„არანაირი არგუმენტი არ ყოფილა, არც დისკუსია არ ჰქონიათ. ითქვა, რომ არმოხდებოდა ამის გათვალისწინება. დარჩება 5%-იანი ბარიერი და ყველა გაუნაწილებელ მანდატს წაიღებს მმართველი პარტია“, -აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად