ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება არანორმალურ სიტუაციაში ამყოფებს ოპოზიციას

ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა“ ტვ პირველში“ გადაცემა დღის ამბებში.

” ჩვენ დღეს ფორუმზე გავაჟღერეთ ლელოს მოდელი თუ როგორი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა ბედნიერი დედების ქვეყანა იყოს საქართველო და დედა მაშინ არის ბედნიერი როცა შვილები არიან უსაფრთხოდ, არიან რეალიზებულები და წარმატებულები და ეს მიღწევადია. ასეთი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ჩვენი სარჩევნო სისტემა, რომლის შესაქმელადაც ამდენი ადამიანი ქვეყნის შიგნით და გარეთ ხარჯავს საათებს და დღეებს. რასაც ახლა ჩვენი მაყურებელი თვალს ადევნებს და რა პროცესშიც საზოგადება იმყოფება ეს არის აბსოლუტურად ნორმიდან ამოვარდნილი ვითარება. როდესაც თვეებია დარჩენილი უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და მთავარმა აქტორებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, და საზოგადოებამ რომელიც გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი უნდა იყოს ამ პროცესში არ ვიცით რა წესით ჩატარდება არჩევნები. ეს არის აბსოლუტურად არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, როდესაც მოქალაქე ვერ ერკვევა ჯერ-ჯერობით როგორ დაითვლება მისი ხმები და რა ფასი და წონა ექნება მის ხმას. ძალიან დიდი რესურსი იხარჯება მთავრობასთან ბრძოლაში და ეს დრო აკლება მოქალაქეებთან შეხვედრებს, პროგრამისა და გეგმების შემუშავებას. ამ არანორმალურ სიტუაციაში გვამყოფებს ჩვენ ხელისუფლება.“- განაცხადა ნაცვლიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად