ანა ნაცვლიშვილი: ინდივიდუალური ფორმატის მომხრე არ ვარ, მაგრამ კარი ახლავე არ უნდა დავხუროთ

ინდივიდუალური ფორმატის მომხრე არ ვარ, რადგან ოპოზიციას დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ კარი ახლავე არ უნდა დავხუროთ ამ წინადადების განსახილველად, – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი “გირჩის” და “მოქალაქეების” წინადადებას “რუსთავი 2”-ის ეთერში.

“ალეკო ელისაშვილის მხრიდან არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ ასეთი კომუნიკაცია, როგორც მან დააანონსა, იქნება და რასაკვირველია, სასაუბროდ მზად ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი იქნება აღდგეს ის საერთო ოპოზიციური ფორმატი და ეს ამის პრობლემა არ მგონია რომ იყოს. “ლელოს” კარი ღიაა და რჩება ღია, მიუხედავად პერიპეტიებისა, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის.

ინდივიდუალური ფორმატის მომხრე არ ვარ და მიმაჩნია, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან დასამალი არაფერი არ გვაქვს და არც საზოგადოებასთან გვაქვს რამე დასამალი. ამიტომაც ინდივიდუალური შეხვედრების დიდად მომხრე არ ვიქნებოდი. თუმცა, თუ ეს გარდაუვალია, შესაძლოა ეს გავიგოთ. მაგრამ მე ვემხრობი იმას, რომ გაგრძელდეს საერთო ოპოზიციური მაგიდა და ფორმატი. ვინმეს ოფისში მისვლის პრობემა კი არ არის, უბრალოდ ერთმანეთის თანხმობა და კონსესუსი გვჭირდება.

მე არ მგონია, რომ ახლავე უნდა დავხუროთ კარი ამ წინადადების განსახილველად. მზად ვართ, რომ მოვისმინოთ ეს წინადადება მათგან და ვისაუბროთ ამ წინადადებაზე საერთო ოპოზიციის ფორმატში”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, “გირჩის” და “მოქალაქეების” ინიციატივის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი პლებისციტი უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად