ანა ნაცვლიშვილი: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზეა საუბარი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები შემცირდეს.

„მაგალითად საუბარია ელჩების დანიშვნის უფლებამოსილებაზე, რომელიც დღეს კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხი არ არის, მას ისედაც სჭირდება ამ საკითხზე მთავრობასთან შეთანხმება. მაგრამ გამოითქვა მოსაზრებები, რომ კიდევ იქნება ამ მიმართულებით სხვა დამზღვევი მექანიზმების დამატება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად