ანა კასრაძე:ზაფხული იქნება გაცილებით მშვიდი, მას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ზამთრისთვის, კოვიდი არსად არ წავა

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზაფხული იქნება შედარებით მშვიდი, ვიდრე ეს იყო გაზაფხული-ზამთრის სეზონი და ვვარაუდობთ და იმედი გვაქვს, რომ ახასიათებს სეზონურობა კოვიდს, თუმცა ამისათვის საჭიროა ჯერ სეზონიგავიდეს.-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა “კვირის მთავარში“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

ანა კასრაძის განცხადებით, ზაფხულის გაცილებით მშვიდი სეზონის გამოყენება მოხდება იმისათვის, რომ ზამთრისთვის მოემზადონ. კასრაძე იმედოვნებს, რომ Covid-19-ის მართვის გამოცდილებით, ვირუსის გავრცელების მართვის გამოცდილებით, მომავალი ზამთარი უფრო მსუბუქი იქნება.
„ზაფხულს ჩვენ გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ზამთრისთვის. კოვიდი არსად არ წავა, ეს ითქვა, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მასშტაბით, იგი დარჩება იცირკულირებს სხვა რესპირატორულ ვირუსებთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი სწორედ ასეთია. ამიტომაც, ჩვენ ამ შედარებით მშვიდ პერიოდს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი სეზონი იქნება შედარებით უფრო მშვიდი. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება სამკურნალო საშუალებები. ჩვენ და მსოფლიომ უკვა ისწავლა, როგორ უნდა იმართოს კოვიდი და აქედან გამომდინარე, უფრო მომზადებულებით და გამოწვეული ტვირთი, შედარებით უფრო მსუბუქი იქნება“,-განაცხადა ანა კასრაძემ, აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.
მისივე განცხადებით, კასრაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რათა ეპიდემიოგების რეკომენდაციები დაიცვან და თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ Covid-19-ის გავრცელების მეორე ტალღის რისკები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად