ანა კასრაძე:თუ რეკომენდაციებს არ დაიცავს მოსახლეობა, არის რისკი იმისა, რომ ჩვენ გვექნება მეორე ტალღა

თუ ამ რეკომენდაციებს არ დაიცავს მოსახლეობა, არის რისკი იმის, რომ ჩვენ გვექნება მეორე ტალღა, რადგან ყოველდღიურად ისევ ფიქსირდება შემთხვევები, მართალია ნაკლები, ვიცით წყარო უმეტესი შემთხვევების, თუმცა მაინც ფიქსირდება,-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა “კვირის მთავარში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

კასრაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რათა ეპიდემიოგების რეკომენდაციები დაიცვან და თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ Covid-19-ის გავრცელების რისკები.
„ახლა, განსაკუთრებით მოეთხოვება მოსახლეობას პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან რეკომენდაციები. თუ დავაკვირდებით ვითარებას მსოფლიოში, გარკვეულ ქვეყნებში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მათ ჰქონდათ მეორე ტალღა. იმისთვის, რომ ჩვენც არ მივიღოთ იგივე შედეგი, რისი რისკებიც არის, მნიშვნელოვანია შევასრულოთ რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები არ მოხსნილა-დისტანცია, ხელების ჰიგიენა, დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება, 2 მეტრის დისტანციით დგომა, რიგში იქნება ეს, მაღაზიაში თუ აფთიაქში, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამ რეკომენდაციებს არ დაიცავს მოსახლეობა, არის რისკი იმის, რომ ჩვენ გვექნება მეორე ტალღა, რადგან ყოველდღიურად ისევ ფიქსირდება შემთხვევები, მართალია ნაკლები, ვიცით წყარო უმეტესი შემთხვევების, თუმცა მაინც ფიქსირდება. ჩვენ, ეპიდემიას ჩავთვლით დასრულებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად აღარ დაგვიფიქსირდება შემთხვევები, ქვეყნის მასშტაბით“,-განაცხადა ანა კასრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად