ანა დოლიძის ინიციატივა: პარტიებმა – „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ აიღონ საბიუჯეტო დაფინანსება და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

დიდუბე ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა დოლიძე სთავაზობს პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი შექმნან და იმ ფინანსებით დაეხმარონ ადამიანებს, რომელიც თავად ამ პარტიებს ბიუჯეტიდან ეკუთვნით და მის მიღებაზე უარს აცხადებენ.

“მედიაში ვცრელდება განცხადება რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა ამავე დროს მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველ დღე ათობით მწერს ასეთი, მაგალითად. მაქვს შემოთავაზება, აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა (ლელო, პატრიოტები, გირჩი, მოქალაქეები) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცეებში რომ დახარჯონ, ეს მილიონები ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენს. ამით კობახიძე ვერ დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ”,  – წერს ანა დოლიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს, დაფინანსების თაობაზე ცესკოს წერილობით მიმართა: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ამის შემდეგ, საბიუჯეტო დაფინანსება პარტიამ “პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად