ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს ოქტომბრელის ნიშანი უყიდა

ანა დოლიძემ დღეს, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სტუდიაში ოქტომბრელების სამკერდე ნიშანი მიიტანა და განაცხადა, რომ ის ირაკლი კობახიძისთვის შეიძინა.

“მე მათ ვეძახი ოქტომბრელებს და ეს არის ოქტომბრელის ნიშანი. მშრალ ხიდზე ვუყიდე. კობახიძეს და იმ ოქტომბრელების გუნდს პირადად გადავცემ ამ ნიშანს, რომ საამაყოდ ატარონ როდესაც სამუდამოდ დატოვებენ ქართულ პოლიტიკას”,-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“დოლიძეზე როცაა საუბარი, საერთოდ არ მგონია, რომ მან შეიძლება გადალახოს ბუნებრივი ბარიერი (დაახლოებით 0.66%)”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად