ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, რომელმაც უკვე დაანონსა საზოგადოებრივ მოძროაბის შექმენა, შეთავაზება სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონი ტერიტორიაზე მამა დავითი გარეჯელის კელიის ტერიტორიაზე გაჟღერდა.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

“უკვე ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს პრობლემის მოგვარების რეალური გზები.

გასულ კვირას ანა დოლიძემ ჩვენი ქვეყნის მთვარობას პოლიტიკური შეთავაზება გაუგზავნა – დავით გარეჯი გამოვაცხადოთ დაცულ ტერიტორიად და გადავაქციოთ საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად. თუმცა, მთავრობა დღემდე დუმს.

რას ნიშნავს დაცული ტერიტორია და რას ემყარება ანა დოლიძის შეთავაზება

დღეს კულტურათა შორის დიალოგი, ხალხთა შორის შემწყნარებლობა და საერთაშორისო მშვიდობა კრიტიკული მოთხოვნილებაა. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მიდგომაა ამ ელემენტების პრაქტიკული განხორციელებისათვის. ტრანსსასაზღვრო კონსერვაცია კი შესაძლოა პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტების მოგვარების საშუალებადაც კი იქცეს.

ტრანსსასაზღვრო კონსერვაციის ტერიტორია გულისხმობს დაცულ ტერიტორიებს, მშვიდობის პარკებს, ტრანსსასაზღვრო დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს და ტრანსსასაზღვრო სამიგრაციო დერეფნებს, რომლებსაც განსაზღვრავს როგორც “პარტნიორობას, რომელშიც სამთავრობო სტრუქტურები, ადგილობრივი მოსახლეობა, რესურსების მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები კონკრეტული შემთხვევის შესაფერისად თანხმდებიან ამა თუ იმ ტერიტორიისა თუ რესურსთა კრებულის მართვასა და პასუხისმგებლობაზე.”

მსოფლიოში ამის მაგალითები წლებია არსებობს – მაგ.  პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის (ახლანდელი ჩეხეთის) მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულება და კანადა და აშშ-ს მიერ დაარსებული მშვიდობის პარკი, რითაც შექმნეს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მაგალითი. იგი ხშირად მოიხსენიება ლიტერატურაში, როგორც ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია.

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებულია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე.

ერთი სიტყვით, პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ  ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ საკითხის განხილვაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლება ჩემი და ყველა იმ ჯგუფის სახელით, ვინც დაინტერესებულია დავით გარეჯის პრობლემის მოგვარებით გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და გადავარჩინოთ ქართულ-აზერბაიჯანული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობა”, – ნაქვამია გავრცლეებულ განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად