ანა დოლიძემ დამდეგი ახალი წელი მრავალშვილიან თანამშრომელს მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დამდეგი ახალი წელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მრავალშვილიან თანამშრომელს მიულოცა. 

ანა დოლიძე ლოგისტიკის სარდლობის საინჟინრო-სამშენებლო ბაზის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ბუღალტერს, ანა რუბაშვილს ოჯახში ესტუმრა და წარმატებები უსურვა.

ალექსანდრემ, იოანემ, გაბრიელმა, ილიამ, ქრისტინემ და ანანომ მინისტრის მოადგილისგან საახალწლოდ ტკბილეულით სავსე კალათა მიიღეს. ანა რუბაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობს. ამჟამად ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება.

პატარა ანანო ჯერ მხოლოდ თვენახევრისაა. ანა რუბაშვილის მეუღლე – დავით ჩახვაშვილი წმინდა მიქაელ ტვერელის ტაძრის მღვდელმსახურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად