ანა დოლიძე: ზურაბიშვილს ქალთა ძალადობაზე მაინც ესაუბრა, ხომ ქალია და ეს საკითხი მაინც წამოეწია

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი. დარეკვით, გამოყვანით, ასე თუ ისე, ეს არის ფაქტი. ქალბატონი სალომე არის ფრანგი პენსიონერი, გაიხედოს გვერდზე და ნახოს, ვინ არიან ქართველი პენსიონერები. 400 000 ქართველი პენსიონერი დღეს არის ბანკის მოვალე, თუ გინდათ მეკამეთეთ. 400 000 ქართველი ბებია და ბაბუა პენსიას ტოვებს ბანკში. ამაზე უნდა ელაპარაკა ქალბატონ სალომეს, ბავშვებს თავი რომ დავანებოთ, რომლებიც შიშილით კვდებიან და წიგნები არ აქვთ. ეს არ აინტერესებს ქალბატონ სალომეს.

ქალბატონი სალომე არის ქალი პრეზიდენტი და ქალთა ძალადობაზე ხომ მაინც შეეძლო ელაპარაკა?! მეხუთე შემთხვევა იყო გამძაფრებული მწვავე ტენდენციით, ეს საკითხი მაინც წამოწიოს, ხომ ქალია? საქართველოს პარლამენტში არსებობს გენდერული საბჭო. რამდენი ადამიანი უნდა აკუწონ, რომ პარლამენტარები შეიკრიბნონ?!” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად