ანა დოლიძე: ზუგდიდის ფაქტი ოდნავაც ვერ შელახავს ჩვენი ჯარის ღირსებას

ზუგდიდის ფაქტი ოდნავაც ვერ შელახავს ჩვენი ჯარის ღირსებას, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ზუგდიდის ფაქტზე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე.
ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი სათქმელი მაქვს.
მინდა მივმართო ჩვენ ჯარს და ჩემს ჯარისკაცებს. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, უშუალოდ მაქვს ბევრისთვის ხელი ჩამორთმეული, გვისაუბრია უამრავ პრობლემაზე და ქვეყნის სატკივარზე.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეული ნაწილი. ადამიანები, რომლებიც საქართველოს ღირსებას იცავენ აქ და საერთაშორისო მისიებში. დღეს უამრავი ჭორ-მართლის გარჩევა ხდება, არავინ ვიცით სადაა სიმართლე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ფაქტი, ოდნავ ვერ შელახავს ჩვენი ჯარის ღირსებას, სიმტკიცეს და რწმენას, რომ ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით საქართველოს.
ყოველთვის მეამაყება, რომ ვმსახურობდი თქვენთა ერთად.
ვემსახურები საქართველოს!” – წერს ანა დოლიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად