ანა დოლიძე: ვინც ჯარზე სადღეგრძელოებს აკეთებთ, წადით ყაზარმებში და ჭამეთ ჯარისკაცებთან ერთად

ვინც ჯარზე სადღეგრძელოებს აკეთებთ, წადით ყაზარმებში და ჭამეთ ჯარისკაცებთან ერთად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ანა დოლიძე, Facebook-ში წერს:

“იცით რა არის უსამართლო ჯართან დაკავშირებით განცხადებებში? რამდენი ადამიანი, ვინც ახლა განცხადებებს აკეთებს და სადღეგრძელოებს ჯართან დაკავშირებით ერთხელ მაინც არის ნამყოფი ჯარში? აი თუნდაც ნამყოფია ყაზარმაში? ძალიან ცოტა. ესაა ბულკებზე გაზრდილი და კაბინეტებში გამოკეტილი ხალხი, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ რა არის ჩვენი ჯარი. წადით ყაზარმებში, ჭამეთ ჯარისკაცებთან ერთად, ნახეთ როგორ ცხოვრობენ, სად ძინავთ და მერე ილაპარაკეთ. ჯარისკაცებო, იცოდეთ რომ ვამაყობთ თქვენით. მადლობა სამსახურისათვის”, – წერს ანა დოლიძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

პრეზიდენტის ამ განცხადებას, საზოგადოების ერთ ნაწილსა და პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად