ანა დოლიძე: ვინ გაავრცელა კადრები? – ცეცხლში ნავთს სწორედ “ოცნება” აწვეთებს

ვინ გაავრცელა კადრები? – ცეცხლში ნავთს სწორედ “ოცნება” აწვეთებს, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“კადრები ვინ გაავრცელა? ვინ აწვეთებს ცეცხლში ნავთს? – ეს არის თავად “ქართული ოცნება”, რომელსაც სალაპარაკო არაფერი არ აქვს. უნდა, რომ ნახევარ საათში დაასრულოს მილიარდზე მეტი ქალაქის ბიუჯეტის გაყინვა”, – ამბობს დოლიძე.

კითხვაზე, ახლა ოპოზიცია ითხოვს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას, მერე მოითხოვენ გათავისუფლებას და ორმხრივად ხომ არ აღვივებენ ცეცხლს პოლიტიკური პოლუსის წარმომადგენლები, – რაზეც დოლიძე ასე პასუხობს:

“მე ვერანაირად ვერ დავდებ ბრალს “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს, იმიტომ, რომ ის არის მათი ლიდერი. ის არის უკრაინის მოქალაქე და რა სამართლებრივი სივრცეც არის ჩვენთან, იმ სივრცეში უნდა დადგეს მართლმსაჯულება. იმიტომ, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო მაშინ, რაზეც ჩვენთან არის ბრალდებული.

თუმცა, სასამართლოსთან დაკავშირებით იცით ჩემი პოზიცია – ყველას გამოგვეპარა ახლა, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს 3 ახალი კანდიდატურა წარადგინა. ასეთი ამბავია სააკაშვილზე და ამათ ეს გაბედეს. და ვინ წარადგინეს? – სწორედ სანდოძე, რომელსაც სწორედ სააკაშვილის დროს არ ჰქონია არცერთი გამამართლებელი განაჩენი. ჩვენი პარტია სწორედ ამ თემების ქომაგები ვართ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები
იტვირთება...