ანა დოლიძე: უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა – მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება ჰააგის მოსამართლეებმა მიიღონ

პარტია „ხალხისთვის“ განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განსახილველად, იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა – სასამართლოს პირველ და საკასაციო ინსტანციებზე, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები, ბოსნია ჰერცეგოვინას გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებენ.

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საკითხში უნდა დაბალანსდეს სამართლიანობის აღდგენის ინტერესი.

„პარტია „ხალხისთვის“ მიზნად ისახავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაარღვიოს დაპირისპირება, ორპოლუსიანობა და შეუდგეს სწრაფ განვითარებას. დღეს, ჩვენს მოსახლეობაში ყველაზე მეტად გამყოფი თემა არის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლით, სააკაშვილის როლთან და მაშინდელ სისტემასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს აქვს ლეგიტიმური უფლება და უნდა გაეცეს პასუხები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე თავად მაქვს ბევრი ნაბრძოლი იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, რომელიც ხელყო მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის უშუალოდ ვიბრძოდი გირგლვიანის ოჯახთან ერთად. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ დავკარგოთ სასამართლოს იდეის ქონის პერსპექტივა და დავემშვიდობოთ იდეას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულს, აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. იქიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ უნდა დავაბალანსოთ სააკაშვილის საკითხში სამართლიანობის აღდგენის ინტერესი. მისი, როგორც ბრალდებულის, სამართლიანი სასამართლოს უფლების ინტერესიდან ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს, როგორ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები
იტვირთება...