ანა დოლიძე: უმნიშვნელოვანესია, რომ FBI-ს სწორად დაუსვან კითხვები, მზად ვარ ბაჩალიაშვილის ოჯახს დავეხმარო

“თუ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს, მისსავე ინტერესშია, რომ სასწრაფოდ ჩართოს გამოძიების ფედერალური ბიურო”, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს, მისსავე ინტერესშია, რომ სასწრაფოდ ჩართოს გამოძიების ფედერალური ბიურო. ამ სიტუაციაში გამოძიების ფედერალური ბიურო რაღაცა კითხვებზე პასუხებს მოგვცემს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კვალიფიციური მხარდაჭერა ჰქონდეს ოჯახს. მე თვითონაც მზად ვარ დავეხმარო, თუ საჭირო იქნება, რომ ისეთი ფორმით დაისვას კითხვები, რომ FBI-მ სწორად გასცეს პასუხები. ექსპერტიზაზეც ასეა, სწორად დასმულ კითხვას მოაქვს სწორი პასუხი, რათა აქ არ იყოს მანიპულაციის საშუალება. ეს იქნება ალბათ მაშველი რგოლი, რომლითაც ჩვენ ალბათ რაღაცებს გავიგებთ ამ საქმის შესახებ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ოჯახი FBI-ჩართვას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად