ანა დოლიძე: წყალი ჩვენი უფლებაა, აზარტული თამაშების საკითხის მსგავსად ამ პრობლემასაც ერთად მივხედოთ

წყალი ჩვენი უფლებაა, აზარტული თამაშების საკითხის მსგავსად ამ პრობლემასაც ერთად მივხედოთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Facebook-ში წერს:

“ჩემო კარგო ხალხო, ბაკურიანის და გუდაურის უწყლობის ამბავი ხომ აღმაშფოთებელია თავისთავად. ამავე დროს ვიცით რომ საქართველოს დიდ ნაწილს რეგიონებში, ქალაქებს და სოფლებს, არ მიეწოდებათ წყალი ან მიეწოდებათ გრაფიკით. თუ თქვენ გაქვთ ასეთი შემთხვევა და წყლის პრობლემები, იქნებ აქ დაწეროთ ან მომწეროთ პირადად. აზარტული თამაშების საკითხის მსგავსად, ერთად მივხედოთ. #წყალიჩვენიუფლებაა 💪💪💪🙏” – წერს ანა დოლიძე.

შეგახსნებთ, ბაკურიანსა და გუდაურში წყლის პრობლემა შეიქმნა, რასაც საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად