ანა დოლიძე: თქვენ – “ოცნება” რჩებით მარტო სახლში, მარტო პარლამენტში! ეს არის ღირსების ბოიკოტი!

ეს არის ღირსების მქონე ხალხი. არავისგან არ მოუთმენია ქართველ ხალხს ეს – არც რუსებისგან, არც ოსმალებისგან და არც არავისგან და ახლა რატომ უნდა მოითმინონ?! – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არ არის ნახირი. არ შეიძლება მისი გამოდენა სახლიდან და მიდენა საარჩევნო უბანზე.

“არსებობს ურთიერთობები, სადაც შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც ერთმა მხარემ გადაწყვიტოს რაღაც. ამის კლასიკური მაგალითია გაფიცვა. ჩვენ შემთხვევაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომწიფდა ეს მომენტი, როდესაც ოპოზიციამ ნამდვილად უნდა დაუსვას ეს საკითხი ხელისუფლებას. ჩვენ ვდგებით მაგიდიდან და თქვენ ” “ქართული ოცნება” რჩებით მარტო სახლში, მარტო პარლამენტში. დასხდნენ ესენი, ელაპარაკონ ერთმანეთს და დაარწმუნონ ერთმანეთი. თვითონ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან. ამას უნდა დავარქვათ ღირსების ბოიკოტი, ქართველი ხალხი არ არის ნახირი. არ შეიძლება მისი გამოდენა სახლიდან და მიდენა საარჩევნო უბანზე. ეს არის ღირსების მქონე ხალხი. არავისგან არ მოუთმენია ქართველ ხალხს ეს – არც რუსებისგან, არც ოსმალებისგან და არც არავისგან და ახლა რატომ უნდა მოითმინონ?!” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად