ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში შოთის პურით მივიდა (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეზე, დარღვევებით შედგენილი საარჩევნო ოქმების სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

დღეს სასამართლოს მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს.

ანა დოლიძე სასამართლოში შოთის პურით მივიდა.

“დღეს აქ არის წამოღებული 11 საჩივარი, რომელთაგანაც არც ერთი არ დაგვიკმაყოფილა საოლქო კომისიამ. ორშაბათს წამოვა მეორე ნაწილი, 40-ზე საჩივარი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, 80% დიდუბე-ჩუღურეთის უბნების, არის გაყალბებული. 80%-ში არ ჯამდება ოქმები. საოლქომ ვერ გაბედა და ვერც ერთი ყუთი ვერ გაგვიხსნა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ იქიდან ისეთი ჭუჭყი ამოვა, რომელიც ამ ქვეყანას წალეკავს. საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად