ანა დოლიძე: შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია

“როდესაც ვატარებდით კარდაკარს აღმაშენებლის გამზირსა და წერეთელზე, კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ, აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ – არ მოგცემთ უფლებას, რომ შეხვდეთ ხალხს”.

ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე და წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 13 აგვისტოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ძალადობით დაემუქრნენ.

“წავაწყდით შემზარავ ფაქტებს – ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე. კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მოგვცემდნენ. შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველა მსგავსი ფაქტი აღირიცხება და თითოეული მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძის კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში  “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად