ანა დოლიძე: საუბარი, რომ სტრასბურგი მიკერძოებული იყო, ფანტასტიკის სფეროს სცილდება

ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“საუბარი იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო მიკერძოებული იყო, ეს ფანტასტიკის სფეროს სცილდება. გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. მე კითხვის ნიშნები გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად აღსრულდა. არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც თვეები და წლები არ აღუსრულებია იუსტიციის სამინისტროს და უწყება-უწყებად დადის ეს.

არაერთი საქმეა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს გამოტანილი, მაგრამ ადამიანები იუსტიციის საბჭოში მოდიან, რადგან იუსტიციის საბჭო აქეთ აგზავნის. ეს არის ხელოვნური მიზეზი. ემპირიულად სეგიძლიათ თქვათ, რომ მაგალითად აქეთ არის თამაზ ახობაძის საქმე, სტრასბურგში კი არ მოიგო, აქ მოიგო და თვეები არ ჰქონდა აღსრულებული საქმე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...