ანა დოლიძე: სასამართლო და ადამიანის უფლებები „ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე არაა და შეეშვას მას

სასამართლო და ადამიანის უფლებები “ნაცმოძრაობის” ძლიერი მხარე არაა და შეეშვას მას, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც დღეს საღამოს შემოგთავაზებთ:

ოპოზიცია რამდენად თანმიმდევრულია სასამართლოს თემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში? მოვისმინეთ მათი განცხადებები, რომ დავტოვებთ პარლამენტს და ა. შ. რამდენად სწორია ეს?

ეს არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემას თავი უნდა გაანებოს. ძალით აშარჟებენ ამ თემას თავისი მონაწილეობის გამო.

გასაგებია, რომ წარსულში ჰქონდათ გადაცდომები, მაგრამ ხომ შეიძლება გაიაზრეს ეს და ხომ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პროტესტი დღევანდელობაზე?

ნახეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ გული შესტკივა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე, მაშინ სულ მცირე იცით რა უნდა გააკეთოს? – გამოვიდეს და მოყვეს, როგორ შედგა ეს კლანი და როგორ მუშაობს ის. ყველაზე კარგად მაგათ იციან, როგორ ფუნქციონირებს ეს კლანი. ცოტა სასაცილოა, ესენი არიან ავტორები ამ სისტემის. ათასი სხვა საკითხია, რაზეც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ილაპარაკოს, სადაც გამოუვიდათ რეფორმები, მაგრამ ცინიკურად რომ ვთქვათ, სასამართლო და ადამიანის უფლებები მათი ძლიერი მხარე არ არის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...