ანა დოლიძე: სანამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, ნორმალური ქვეყანა ვერ გვექნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიებას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი იხილავს, რომელიც 9 ივლისს იუსტიციის საბჭომ თელავიდან თბილისში უკონკურსოდ გადმოიყვანა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, სანამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, ნორმალური ქვეყანა ვერ გვექნება.

“იცით ამდენს რატომ ვიბრძოდით სასამართლოსთვის? რატომ ვკამათობთ ყოველ დღე და კვირა ჩვენივე ნერვების ფასად? მაგალითი სახეზეა. მამუკა ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიებას იხილავს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელიც 9 ივლისს იუსტიციის საბჭომ უკონკურსოდ გადმოიყვანა თელავიდან თბილისში. მაშინვე გავაპროტესტე ეს პრაქტიკა, როგორც საშუალება ჩუმად და არასაჯაროდ გადმოეყვანათ თავისი კადრები თბილისში. “დიდი გადალაგება” ვუწოდე. შედეგიც სახეზეა. ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს განიხილავს. სანამ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვექნება ნორმალური ქვეყანა. ამ წამს მივეცი კომენტარი მედიას და საღამოს გავშლი TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი”,-წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში და თან ფოტომასალას ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...