A1 ბანერი

ანა დოლიძე: საბჭოს წევრებისგან შურისძიებას მოველით, სამართლებრივი თუ უკანონო ფორმით

ამის შესახებ იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

“ის განწყობა, რომელიც გამოიხატებოდა კომენტარებში ცალსახად აჩვენებდა, რომ შეხვედრის მიზანი მორიგი ამხანაგური სასამართლოს მოწყობა იყო ჩემთვის და ნაზისთვის [ჯანეზაშვილი]. ვიწრო მასშტაბით ეს ადრე ნანახი გვაქვს. ერთადერთი რაც შეიძლება გაგვეკეთებინა იყო ის, რომ მიგვენიშნებინა, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვიტა ამხანაგური სასამართლოს მეშვეობით ანგარიშსწორება ჩემი და ნაზისთვის. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში არაერთხელ გავუსვით ხაზი იმ პრობლემებს, რაც წარმოიქმნებოდა მოსამართლეების უვადო დანიშვნით.

აქ ეს შეხვედრა ჩვენთვის არავის არ შეუთანხმებია. იყო პერსონიფიცირებული თავდასხმები ჩემზე და ნაზიზე. უამრავი სახელმწიფო ხარჯების დახარჯვა, რომ ჩვენთვის მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო, იძლეოდა ერთადერთ საშუალებას, ჩვენ ხალხისთვის და თქვენთვის გვეჩვენებინა რომ სწორედ ასეთი ამხანაგური სასამართლოს მოწყობა არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც სასამართლო კორპუსს სჭირდება სერიოზული ცვლილება.

ჩვენ არაერთხელ ვიყავით მოწმე იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის სისტემური დარღვევის. გაგახსენებთ მასიურ და სისტემურ აცილებებს, რომელიც იყო სადამსჯელო ოპერაცია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებებისა, გაგახსენებთ სპეციალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ უკანონო გადაწყვეტილება იყო საბჭოს მხრიდან. არაერთხელ გვინახავს საბჭოს მხრიდან კანონის სისტემური დარღვევა ორკესტირებული ფორმის. შურისძიების არავითარი სხვა ფორმა საბჭოს ამ წევრების მხრიდან მე პირადად არ გამიკვირდება, უფრო მეტსაც გეტყვით, მე და ქალბატონი ნაზი მოველით სამართლებრივი თუ უკანონო ფორმით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თამარ ონიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლეებს თხოვნით მიმართა, “რადგან იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა თქვენს კითხვებს არ უპასუხეს, არც თქვენ უპასუხოთ მათ კითხვებს, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგისვამენ”.

ცნობისთვის, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...