ანა დოლიძე: რა მუსიკასაც შეუკვეთავს “ქართული ოცნება”, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები

“რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები”,-ამის შესახებ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ დაკვეთას შეასრულებენ მოსამართლეები.

“არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში. იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს.

ეს, თუნდაც ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხედან აქ, მოსამართლეთა უმრავლესობა ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთას.

რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...