ანა დოლიძე: “ქართული ოცნება“ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა „ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან“ ერთად განაცხადა.

“ჩემი აზრით, გავწიოთ ეს საზოგადოდ აქტიური ანა დოლიძე, დავაბრუნოთ დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე, ჩემი აზრით “ქართული ოცნება“ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

2016 წლის მერე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან დიდი პრობლემა.
პირველი პრობლემა, მართლმსაჯულება არ გვაქვს. კი დიდი სხვაობაა, მე მინახავს “ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის სასამართლო, რომელიც გარშემორტყმული იყო სპეცდანიშნულების რაზმით, ახალციხეში, მაგრამ მოსამართლე ვერ გაბედავდა აეღო ქრთამი.

დღეს, ჩვენი სასამართლო არის ჩვეულებრივი სტამბოლის ბაზარი. სადაც აღებ-მიცემობა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად